2017-06-13 18:13:28, 1808 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ მორაგბეებს გამარჯვება მიულოცა.
თამაშის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი როგორც ქართველ, ისე არგენტინელ ახალგაზრდა მორაგბეებს შეხვდა.
"თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით", - მიმართა პრემიერმა სპორტსმენებს.
პრემიერ-მინისტრი არგენტინელ სპორტსმენებსაც გაესაუბრა და წარმატება უსურვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან