09:21 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 19:25:56, 1849 ნახვა

საზოგადოება
10-11 ივნისის ღამეს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში არსებული სახნავ-სათესი მიწების 99 % დაიცვა

მიმდინარე წლის 10-11 ივნისის ღამის საათებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, კახეთის რეგიონში უპრეცენდენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება.

სეტყვის მარცვლის მოსალოდნელი ზომა 48 მმ-მდე მერყეობდა. კახეთის 8 რაიონში რაკეტებით დამუშავდა 4128 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. გასროლილი იქნა 500-მდე რაკეტა. 

აღსანიშნავია ის, რომ ამ რაოდენობის რაკეტები ერთ ჯერზე სისტემის არსებობის განმავლობაში პირველად იქნა გახარჯული.

ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, დამუშავება მუდმივი შეზღუდვების პირობებში ხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, აქტიური ზემოქმედების შედეგად, კახეთის რეგიონის თავზე განვითარებული უმძლავრესი ატმოსფერული პროცესების მაქსიმალურად განეიტრალება მოხერხდა, ხოლო ნალექის დიდი ნაწილი რვავე რაიონში ძირითადად წვიმის სახით ჩამოიცალა.

კახეთის რეგიონში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემით დაცული 600 ათასი ჰექტრიდან სეტყვის მოსვლა დიდ ფართობებზე გაშლილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად მსხვილი სეტყვის განეიტრალება მოხერხდა თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში, სადაც დამუშავებული ნალექი ძირითადად ბრტყელი წვიმისა და წვრილი სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics