|
2017-06-12 17:41:48, 1013 ნახვა
სხვადასხვა
სერ გარი ჯონსონის ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე. ასევე საუბარი შეეხო ნატო საქართველოს ფორმატში კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრის დროს მინდია ჯანელიძემ სერ გარი ჯონსონს კრიზისების მართვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, თავის მხრივ სერ გარი ჯონსონმა უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში ქართულ -ბრიტანული თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)