09:21 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 16:54:41, 1856 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის თასზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

გასულ უქმეებზე, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის მერიის თასის ¼ ეტაპის მატჩები გაიმართა.

შეხვედრები ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რაზეც ისიც მეტყველებს რომ ოთხიდან სამ შეხვედრაში გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების დარტმყებით გამოვლინდა.

პირველ დაპირისპირებაში „დადიანი“ დაწინაურდა „დიდუბესთან“ და ტაიმი მათივე გამარჯვებით დასრულდა 1:0. მეორე ნახევარში დიდუბე უკეთ გამოიყურებოდა და მოახერხა კიდეც გათანაბრება 1:1. შეხვედრაც ასე დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრწყინვალედ გაისარჯა დიდუბის მეკარე გიორგი ცხვედიანი და სამი პენალტის მოგერიება შეძლო. 3 : 2 და დიდუბე შემდეგ ეტაპზეა.

მეორე შეხვედრაში „ნახალოვკა“ დაუპირისპირდა „ტტცს“. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა უგოლო ფრით დასრულდა და აქაც თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო. აქ, უკეთ „ნახალოვკას“ მეკარე ბაკურ საჯაია გამოიყურებოდა და ერთი პენალტის აღება გახდა საკმარისი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. 6:5 - ნახალოვკა ნახევარფინალშია.

მესამე შეხვედრაში  „უქიმერიონი“ – „ თ.ს. სასამართლო“ ანგარიში 2: 2 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი თავიანთ ლიგას ლიდერობს - უქიმერიონი - უმაღლესს, ხოლო სასამართლო - პირველ ლიგას. პენალტების სერიაში იღბალი სასამართლოს მხარეს აღმოჩნდა (12 : 13) და ნახევარფინალის საგზურიც მათ დარჩათ.

ბოლო შეხვედრაში მარტივად იმარჯვა წყვილის ფავორიტმა „35-ე თბილისმა“ –„ბასკთან“ 8:0 და შემდეგ ეტპზე გავიდა.

თბილისის მერიის თასის ნახევარფინალური მატჩები 1-2 ივლისს გაიმართება.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია თბილისის მერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics