|
2017-06-11 11:55:38, 1694 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „პატრიოტთა ლეგიონის“ ორგანიზებით, კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს აქციის მონაწილემ თამარ მახათაძემ განუცხადა, სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი მოქალაქე, თუნდაც აფრიკაში. ისინი ხელისუფლებისგან ოსურაულის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას ითხოვენ. თამარ მახათაძის თქმით, აქციით სურთ, სახელმწიფოს დაანახონ, რომ სოსო ოსურაულის ბედი მათთვის სულერთი არ არის. „დღეს მეც სოსო ოსორაული ვარ, რადგან თუ სახელმწიფოს არ შეუძლია დაიცვას თავისი მოქალაქე, თუნდაც აფრიკაში, რომელსაც აქვს დიდი დამსახურება ქვეყნის წინაშე, მე, როგორც მოქალაქეს, არ მაქვს განცდა, რომ ვინმე დამიცავს. მიმდინარეობს გამოძიება, მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ რეალური შედეგი არ ჩანს“,-განაცხადა თამარ მახათაძემ. აქციაზე იმყოფება ოსორაულის მეუღლეც. ნინო ოსურაულის განცხადებით, მას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესაუბრა და უთხრა, რომ მაქსიმალურს აკეთებენ მის მეუღლესთან დაკავშირებით. ნინო ოსურაულის განმარტებით, ის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს ინფორმაციის დაზუსტებას, ცოცხალია თუ გარდაცვლილია სოსო ოსორაული. მისივე თქმით, ჯერჯერობით მეუღლესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ აქვს. „პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ვითხოვ დაგვიზუსტოს საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილია თუ ცოცხალია ჩემი მეუღლე. ჯერჯერობით არ დასტურდება არც მისი გადრაცვალება და არც მისი სიცოცხლე. რაიმე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. ვითხოვთ უფრო მეტის გაკეთებას, ყველა ბერკეტი გამოიყენონ იმისათვის, რომ გაიგონ ზუსტი ინფორმაცია“,-აღნიშნა ოსორაულის მეუღლემ. აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსორაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)