08:30 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 00:57:31, 1867 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "Birja Mafia"-ს მხარდამჭერ საპროტესტო აქციას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებით, ქვეყნის ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი.

"მინდა გამოვეხმაურო თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას და აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი. მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე, ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა.", - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics