2017-06-10 22:56:56, 2002 ნახვა
საზოგადოება
ხაშურის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე მამაკაცი მთიდან მოვარდნილმა წყალმა წაიღო
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერში 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ, რომელიც მთიდან მოვარდნილმა წყალმა წაიღო, - ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მამაკაცმა ადიდებული წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. ამ წუთებში სოფელში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან