2017-06-10 22:14:41, 1854 ნახვა
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტომანქანები დაზიანდა
თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტომანქანები დაზიანდა.
ასევე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე უსაფრთხოების გამო მოძრაობა აკრძალულია.
ძლიერი წვიმის გამო მოძრაობა შეზღუდულია გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.
თბილისის მერიის განცხადებით, საშიში არაფერია, თუმცა გზა პრევეციის მიზნით გადაიკეტა.
ძლიერი წვიმის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან