2017-06-10 21:06:03, 2031 ნახვა
საზოგადოება
Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია მობილურებით განათდა
რუსთაველზე, სადაც Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, გარე განათებაა გათიშული.
აქციის მონაწილეები მობილური ტელეფონის განათებით სარგებლობენ.
აქციაზე Birja Mafia-ს წევრების დაპატიმრებას აპროტესტებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. გარდა ამისა, დემონსტრანტები ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შეცვლას სთხოვენ.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაკეტილია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან