08:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 20:34:46, 2491 ნახვა

საზოგადოება
Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

ჯგუფ Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები ჯგუფის წევრების მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებას აპროტესტებენ, რომლებსაც პოლიცია ნარკოტიკული საშულების MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ განუცხადა, სისტემა უნდა დაინგრეს და ათასობით დღეს აქ შეკრებილი ახალგაზრდა ამის ნათელი დასტურია.

„ჩვენ დავიწყეთ ომი არსებული მახინჯი სისტემის წინააღმდეგ და ამ ომს გამარჯვებით დავასრულებთ“, - აღნიშნა დეისაძემ.

ამასთან, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერის პაატა საბელაშვილის თქმით, სისტემის დემონტაჟია საჭირო.

„გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებისთვის პოლიციურმა რეჟიმმა მოქალაქეების დაპატიმრება დაიწყო. მეტი რაღა უნდა მოხდეს? ეს არის ომი და ამ ომში საღი აზრი გაიმარჯვებს“, - განაცხადა საბელაშვილმა.

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ კიდევ ერთი ლიდერი ბექა წიტაიშვილი „ბირჟა მაფიის“ და ორი ათასზე მეტი „უკანონ პატიმრის“ გათავისუფლებას ითხოვს. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკა ადამიანებს ანადგურებს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია შეძახილებით და ოვაციებით მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics