07:39 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 12:34:30, 1560 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: საყურადღებოა Birja Mafia-ს წევრების ინფორმაცია დაკავების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულების ოჯახის წევრებმა დაპატიმრების ფაქტი დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს.

"უაღრესად საყურადღებოა ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაკავების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიპის ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და მისი დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად წარმოება", - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის შეფასებით, ვიდეო კლიპის არსებობა ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ვერსიას აძლიერებს.

" აღსანიშნავია, რომ youtube-ზე 4 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, პოლიციელის პერსონაჟი მართლაც იმგვარადაა დაბურული, რომ მისი გარჩევა საერთოდ შეუძლებელია, რაც აძლიერებს ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ვერსიას.

მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე იგივე აღნიშნა ორივე ბრალდებულმა. კერძოდ, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, „გადავწყვიტეთ ერთ-ერთი სიმღერით გაგვეშარჟებინა პოლიცია, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა აგრესია. დავფარე პოლიციელი მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ პოლიციელებისგან მოდიოდა საშიშროება, ვიფიქრეთ, რომ ეს საკმარისი იყო. გადამიყვანეს „კაპაზეში“, მითხრეს ვიღაც ძალიან გააღიზიანეო, გადამიყვანეს რაღაც ოთახში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ აი, ვისაც არ უყვარს პოლიციელი. არ მალავდნენ რომ ამ კლიპზე იყო საუბარი, მკითხეს შენ ხარ ავტორიო და ვუთხარი რომ კი, შემეშალა. მეუბნებოდნენ რომ მეღიარებინა, რომ მეთქვა რომ ჩემი იყო ნარკოტიკი და მოხმარებისთვის მინდოდა“.

ხოლო მეორე დაკავებულის, გიორგი ქებურიას თქმით: „მაძალებდნენ აღიარებით ჩვენებას და მეუბნებოდნენ, რომ აღიარების შედეგად ჯარიმით გამოვიდოდი. ეს ყველაფერი მოჰყვა კლიპს, რომელშიც პოლიციისთვის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაშია გამოყვანილი მსახიობი. ამას ვერ მალავდნენ. ჩემთვის უცნობმა პირმა მომაყენა შეურაცხყოფა და მაგინებდნენ, რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იმღერებო“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულად არის დაცული. 

„ამავდროულად, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტითაც, რომლის მიხედვით, შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.

არავინ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ზეწოლას თავისი უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, დაუშვებელია ყოველგვარი ხელშეშლა უფლებით სარგებლობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უაღრესად საყურადღებოა ბრალდებულებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაკავების სხვა შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიპის ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და მისი დროულად, სრულყოფილად და ობიექტურად წარმოება.

სახალხო დამცველი ყურადღებით მიადევნებს თვალს მოცემულ საქმეს და საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის“, - აღნიშნულია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics