2017-06-09 17:50:17, 1793 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში სპორტული მოედნები განახლდა
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-3 კვარტლის, მე-11, მე-12 კორპუსებთან და ბელიაშვილის ქუჩის N40-ში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა არსებული ამორტიზებული ხელოვნური საფარის დემონტაჟი, დაისხა ბეტონი, მოეწყო კომბინირებული ხელოვნური საფარი, ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით შეიცვალა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს „ჯორჯიან ინვესტმა“ შეასრულა, რომლის ღირებულებამ 35 960 ლარი შეადგინა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან