06:47 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 12:31:23, 1717 ნახვა

საზოგადოება
ზაფხულის ფესტივალი „ზედაზენთან“ და „ბარამბინოსთან“ ერთად სტარტს 10 ივნისს რუსთავიდან აიღებს

ზაფხულის ფესტივალი  „ზედაზენთან“ და   ბარამბინოსთან ერთად  სტარტს  10  ივნისს ქ. რუსთავიდან აიღებს.

ფესტივალის  ფარგლებში  ღონისძიებები გაიმართება  საქართველოს  ექვს  ქალაქში.

წლევანდელი ფესტივალის  მასპინძელი ქალაქები,  რუსთავი,  გორი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და  ბათუმი    „ზედაზენის“  ლიმონათთან და „ბარამბინოსთან“  ერთად  უამრავ  სიურპრიზს ჰპირდებიან  პატარებს.

ღონისძიების  ფარგლებში   ყველა  სტუმარს  შესაძლებლობა ექნება დაგემოვნოს ზედაზენის ლიმონათი და  ბარამბინოს უგემრიელესი ნაყინები, დაესწროს თოჯინების  თეატრს, ჩაერთოს სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით - გასართობ ღონისძიებებში. იმოგზაუროს  ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის  ჯადოსნურ  სამყაროში.

ლიმონათის ზუზუნა ბუშტუკი და ყველაზე მხიარული ბარამბინოს ბიჭუნა მთელი  ღონისძიების განმავლობაში  იზრუნებენ თქვენი პატარების  განწყობაზე. 

ზაფხულის ფესტივალი პირველ ივლისს  ბათუმში ერას მოედანზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურია (მეხუთედ ტარდება) და წელს წინა წლებთან შედარებით ბევრად მასშტაბურია.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გელოდებით ყველას.

ზაფხულის ფესტივალის გრაფიკი :

10 ივნისი - ძველი რუსთავი (მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია), დასაწყისი 18:00 სთ

16 ივნისი - გორი (სტალინის ბაღში, შადრევნებთან), დასაწყისი 18:00 სთ

18 ივნისი - თელავი (თეატრის მიმდებარედ), დასაწყისი 18:00 სთ

24 ივნისი - ქუთაისი (ბალახვანი, ასსაფეხურიან კიბესთან), დასაწყისი 18:00 სთ

25 ივნისი - ზუგდიდი (იუსტიციის სახლის მიმდებარედ - პარკში), დასაწყისი 18:00 სთ

1 ივლისი - ბათუმი (ერას მოედანი), დასაწყისი 18:00 სთ

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics