2017-06-08 22:12:34, 1937 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში, ხელოვნურ ტბაში 9 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
რუსთავში, ხელოვნურ ტბაში 9 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო ეკიპაჟმა იპოვა
მაშველები მოზარდს ტბაში დაახლოებით 1 საათი ეძებდნენ, საბოლოოდ კი 9 წლის ბიჭი ტბიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ მოზარდი მეგობრებთან და ძმასთან ერთად საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. მის გადასარჩენად წყალში თვითმხილველიც გადახტა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან