2017-06-08 19:22:21, 1692 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში ხელოვნურ ტბაში 9 წლის მოზარდი დაიხრჩო
რუსტავში უბედური შემთხვევა მოხდა. მტკვართან მდებარე ხელოვნურ ტბაში 9 წლის მოზარდი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მეგობრებთან და ძმასთან ერთად საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. მის გადასარჩენად წყალში თვითმხილველიც გადახტა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან