2017-06-08 15:32:59, 1824 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსს დღეს წარადგენს
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსს დღეს წარადგენს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.
როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წარდგენა 17:00 საათზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, მანამდე აღნიშნულ პოსტს ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი იკავებდა, რომელიც გუშინ ირაკლი შოთაძის მოადგილე გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან