|
2017-06-08 12:12:41, 1504 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა შსს-ს აკადემიის სტუდენტებს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დაგეგმილ უპრეცედენტო სიახლეებზე, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით უკვე დაამტკიცა. მათ შორის გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულთათვის,შინაპატიმრობის შემოღება და სხვა ნოვაციები. ასევე, კახიშვილმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური სისტემის მართვის თავისებურებებზე, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებზე, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და მსჯავრდებულთა დასაქმების პროექტებზე. მინისტრის თქმით, პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით რეფორმა გაგრძელდება. მან სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტიც შესთავაზა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტებთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ასევე, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სტუდენტთა პრაქტიკული ჯგუფები, რომლებსაც თეორიულ კურსთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ სამომავლოდ ჩვენ ბევრი კვალიფიციური მუშაკი გვყავდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. შსს-ს აკადემიის რექტორის გივი მიქანაძის განცხადებით, მინისტრის ინიციატივა სასჯელაღსრულების სისტემაში სტაჟირების გავლასა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს და გაამყარებს სტუდენტთა ცოდნას. „უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი პრეზენტაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრისგან შევიტყვეთ იმ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, რაც რეალურად იძლევა პატიმართა უფლებების განმტკიცების და მაღალ დონეზე დაცვის შესაძლებლობებს,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ. შეხვედრის ბოლოს, შსს-ს აკადემიის რექტორმა კახა კახიშვილს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. (NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)