05:54 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 19:57:58, 1687 ნახვა

საზოგადოება
პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი იწყება

პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია იწყება

პროექტის ფარგლებში,  თბილისის განვითარების ფონდიორბელიანის მოედანზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას იწყებს. 

სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოთხი თვის ვადაში დასრულდება, ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე შვიდ  ქუჩაზე: ათონელის, ვირსალაძის, ხიდის, ფურცელაძის, ფხოვის, სობჩაკის (ყოფილი ხაზინის ქუჩა) და თაბუკაშვილის ქუჩებზე განხორციელდება.

საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების ქსელი და კანალიზაციის სისტემა. მოეწყობა ახალი სადრენაჟე სისტემა და სანიაღვრე ქსელები.ასევე, განახლდება ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემა, ელექტრო ენერგიის ქსელი და სუსტი დენების გაყვანილობა. 

სამუშაოები ყველა ქუჩაზე ეტაპობრივად განხორციელდება, რათა დროებით გზის დაკეტვის შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამანქანე და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება აღნიშნულ ტერიტორიაზე. 

პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიან არეალში მდებარე ქუჩებზე აღმოიფხვრება მოძველებული ქსელებით გამოწვეული პრობლემები. ასევე, თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ქსელების განმეორებითი დაზიანების შემთხვევები. 

საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების ბიუჯეტი  8.5 მლნ ლარს შეადგენს. 

გარდა ამისა, ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტთან ერთად, პარალელურად დაიწყება მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები. 

150-მდე ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი  ფხოვის ქუჩაზე მოეწყობა, რაც აღნიშნულ ტერიტორიას  საგრძნობლად განტვირთავს ავტომობილებისა და უწესრიგო მოძრაობისგან.  

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 9 ივნისს, 12:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვირსალაძისა და მტკვრის ქუჩებზე. 

აღნიშნული შეზღუდვიდან გამომდინარე, ავტობუსების #6,31,42,87 მარშრუტები შეიცვლიან მოძრაობას და რუსთაველის გამზირიდან ნაცვლად: თავისუფლების მოედანი - რუსთაველის გამზირი - გიორგი ჭანტურიას ქ. - ვირსალაძის ქ. - მარჯვენა სანაპირო - ბარათაშვილის ქ. იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ: თავისუფლების მოედნის - ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას (#4,19,31,67,72,120,131,141,176) გადიოდა გიორგი ჭანტურიას, ვირსალაძის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს ალექსანდრე პუშკინის ქუჩის გავლით.

მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც ბროსეს ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე მოძრაობისას (#15,40) გადიოდა ვირსალაძის, ათონელის, ხაზინის და ფხოვის ქუჩებზე, ამჟამად იმოძრავებს მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე მოძრაობისას (#35,50,150) გადიოდა ათონელის, ვირსალაძის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად იმოძრავებს  ათონელის, ვახტანგ ორბელიანის და რენა აბჟანდაძიოს ქუჩების გავლით.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics