05:54 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 17:23:46, 1644 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მართვის კოლეგიური ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.

სხდომაზე 2016 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა. მან ყურადღება იმუნიზაციის კომპლექსური გეგმის, გადამდებ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირებისა და მზადყოფნის საკითხებზე გაამახვილა.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში 2017 წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა და საბჭოს წევრებმა ცენტრის ძირითადი მიმართულებები სხდომის წევრებთან ერთად განიხილეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics