2017-06-07 16:18:33, 1790 ნახვა
საზოგადოება
ცისკარიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ ცისკარიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კონტრაქტორმა კომპანიამ 3700 კვ.მ ფართობზე დაზიანებული ასფალტის საფარი მოხსნა.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა 300 მმ-იანი სანიაღვრე კოლექტორი, ჭები და ბეტონის ცხაურები.
სამუშაოების დასრულების შემდგომ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამანქანო გზაზე 2 ფენიან ასფალტის საფარს დააგებს და საფეხმავლო ტროტუარებსა და ბორდიურებს მოაწესრიგებს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან