05:00 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 13:53:16, 1557 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში საქველმოქედო გამოფენა გაიმართება

9 ივნისს, საქართველოს  სოლიდარობის ფონდის დაბადების დღეს, 19.00 საათზე, თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში (მარჯანიშვილის ქ. #7) გაიმართება თინათინ კობახიძის პერსონალური გამოფენა - "360 გრადუსი".

ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში და მოხმარდება  სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მკურნალობის დაფინანსებას.

„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 2014 წლის ივნისიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საჯარო უწყების, 65 ორგანიზაციის, მათ შორის 53 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 390 ბავშვის და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო.

სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც  ათიათასობით ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და  ამ  შედეგის  შენარჩუნებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მხარდაჭერა“,-აცხადებენ საქართველოს სოლიდარობის ფონდში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics