05:00 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 11:31:02, 2031 ნახვა

საზოგადოება
„არა მასწავლებლის ექსტრადირებას“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

მთავრობის ადმინისტრაციასთან დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი მორიგი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე ასამდე ადამიანია შეკრებილი.

ისინი მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებას ითხოვენ და სახელმწიფოს მოუწოდებენ მისი თურქეთში ექსტრადირება არ დაუშვას. მათივე განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქი შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „თავისუფლება ემრე ჩაბუქს“; „მასწავლებლობა დანაშაული არ არის“; „გაათავისუფლეთ განათლების ელჩი მუსტაფა“; „არ მჯერა სიტყვების, მჯერა ქმედებების“; „გადაარჩინე მასწავლებელი - გადაარჩინე სიცოცხლე“; „არა მასწავლებლის ექსტრადირებას“.

აქციაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩაბუქის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.

ამასთან, ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულ მხარდამჭერებს სიმბოლურ მაისურებს ურიგებენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ფოტოთი და წარწერით „გაათავისუფლეთ მუსტაფა“.

შეგახსენებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, მიმდინარე წლის 24 მაისს, თურქეთის მთავრობის მოთხოვნით დააკავეს. მას თურქეთის მთავრობის მიერ ბრალად ედება  ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. მუსტაფა წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დაკავებული.

აქციის ორგანიზატორები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). კონსტიტუციის 42-ე მუხლი. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეგობრები და ოჯახის წევრები, დემირელის პარტნიორი სკოლები და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics