2017-06-06 22:14:14, 2080 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში მეხის ჩამოვარდნის შედეგად, ავტომობილი დაზიანდა
რუსთავში, მეხი მეგობრობის ქუჩის 3-ში, ხეს დაეცა, ხოლო დაზიანებული ხე -მსუბუქ ავტომანქანას.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ვინაიდან იმ დროისათვის ავტომობილში არავინ მჯდარა.
მეხის ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ადგილზე მობილიზებულია „ენერგოპროჯორჯიას“ ავარიული ჯგუფი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან