05:00 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 18:33:16, 1586 ნახვა

საზოგადოება
საჯარო სკოლების მოსწავლეებმა „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების წერილები მიიღეს

პროექტი „წერილი ჯარიკაცს“ გრძელდება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას ესტუმრნენ და უმცროსკლასელებს ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების წერილები გადასცეს.

მოსწავლეებთან შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამხედრო მოსამსახურეებიც ესწრებოდნენ. 

პროექტი „წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად ხორციელდება. პროგრამის აქტივობების შესაბამისად, მოსწავლეები საერთაშორისო მისიაში მონაწილე  ქართველ ჯარისკაცებს წერილებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ. სკოლების ინფორმირებას პროგრამის შესახებ, მოსწავლეთა ჩართულობასა და წერილების შეგროვებას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი და განათლების სამინისტრო ხელმძღვანელობენ, თავდაცვის სამინისტრო კი მათ ავღანეთში აგზავნის, საიდანაც სამხედროების მოწერილი საპასუხო ბარათები ჩამოაქვს. 

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა წელს განსაკუთრებით ბევრი − 2000-ზე მეტი  წერილი შეაგროვა. პროგრამაში 16 ქალაქის 45 სკოლა ჩაერთო. მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბარათებთან ერთად ჯარისკაცებს საჩუქრებიც გაუგზავნეს და მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. წერილები საქართველოდან „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიიღეს. საპასუხო ბარათებში ქართველი სამხედროები პატარა მეგობრებს თბილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისათვის მადლობას უხდიან. ავღანეთში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ვიდეოხიდიც გაიმართა. მისიის დასრულების შემდეგ სამხედროები იმ სკოლებს ესტუმრებიან, საიდანაც წერილები მიიღეს და მათ ავტორებს პირადად გაიცნობენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics