|
2017-06-06 16:00:07, 1851 ნახვა
საზოგადოება
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ ოფიციალურად გაიხსნა
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ყოფილი „სეფსისის ცენტრი“, კომპანია „ავერსის“ მართვაში 2014 წლის 1 თებერვლიდან გადავიდა. შენობა იყო ამორტიზირებული და პირველივე დღიდან დაიწყო სარემონტო სამუშაოები: მოხდა შენობის ხელახალი გადახურვა, კანალიზაციის გამოცვლა, 8000კვ. მეტრი ძველი შენობის სრული რეკონსტრუქცია, 1800 კვ. მეტრი ფასადის მიშენება, ავტო პარკინგისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დღეს კლინიკის სახელწოდებაა „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, რომელიც გახდა მრავალპროფილური. შენარჩუნებულია სახელოვანი ტრადიციები და ძველი, პროფესიონალი პერსონალი. თავდაპირველად კლინიკაში მუშაობდა 150 თანამშრომელი, ხოლო ამჟამად მუშაობს 325, რომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. კლინიკა აღიჭურვა უახლესი აპარატურით. ამჟამად კლინიკაში ფუნქციონირებს, უახლესი მოდელის PHILIPS- ის კომპიუტერული ტომოგრაფი, SHIMADZU -ს ციფრული რენტგენი, GENERAL ELECTRIC- ის ექოსკოპიის აპარატი. მთლიანად განახლებულია პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური, რეანიმაციული დეპარტამენტები. ასევე, ორი საოპერაციო და ემერჯენსის განყოფილება. უახლეს პერიოდში დაემატება გადაუდებელი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტები. „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში“ დღემდე ჩადებულია 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც კომპანია „ავერსი–ფარმამ“ გაიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ (EBRD) – ის დაფინანსებით. „ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის “ ოფიციალურ გახსნას „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა ქურდაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მისი მოადგილეები- ზაზა სოფრომაძე და ნინო ბერძული, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის ქალიშვილი ლალი ბოჭორიშვილი, სხვა ოფიციალური პირები და მედპერსონალი ესწრებოდნენ. ,,ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ სიტყვით გამოსვლისას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა ყველანაირი ხელშეწყობა, პროექტში დაფინანსების მხრივ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და გვქონდა ძალიან დიდი ხელშეწყობა მთავრობის მხრიდან. ბატონი გიორგი ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრი იყო, როდესაც ჩართული იყო ამ პროექტის განხილვაში და ყველანაირ დახმარებას გვიწევდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს, ვინაიდან სამინისტროს მხრიდანაც გვქონდა ყველანაირი მხარდაჭერა, რომ შექმნილიყო უმაღლესი დონის კლინიკა და ზოგადად მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ამ კლინიკის კოლექტივს“,-აღნიშნა პაატა კურტანიძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა მთავრობის მიდგომას ჯანდაცვის სფეროს მიმართ და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის მოდელი მსოფლიოში დღესდღეობით მხოლოდ საქართველოშია: „ღმერთის წყალობით, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და შემიძლია, სრული დაბეჯითებით განვაცხადო, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის მოდელი მსოფლიოში დღესდღეობით მხოლოდ საქართველოშია და ეს არის დღევანდელი მთავრობის დამსახურება, რომ ყველა ადამიანს აქვს საშუალება, მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში და მიიღოს მომსახურება ან უფასოდ, ან მინიმალური დაფინანსებით თავისი მხრიდან, რაც ძალიან მაღლა წევს მედიცინის დონეს. ბევრი კერძო ინვესტიციის ჩადება მოხდა ბოლო 3 წლის განმავლობაში სამედიცინო სფეროში. ამის ერთ-ერთი მაგალითია კომპანია „ავერსი“ და ეს განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელიც მიმართულია მთავრობის მხრიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისაკენ“,-განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა. თავის მხრივ, პრემიერმა სიტყვით მედპერსონალს და დამსწრე საზოგადოებას, „ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის “ გახსნა მიულოცა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ასეთი, აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჰოსპიტალი ჰქონდეს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დღეს ჯანდაცვის სფეროს კერძო სექტორთან ერთად ავითარებს. „მოხარული ვარ, რომ ეს განსაკუთრებული ადგილი ატარებს ისეთი მართლაც და ღვაწლმოსილი და ყველასთვის საამაყო ადამიანის სახელს, როგორიც გახლდათ და გახლავთ ვახტანგ ბოჭორიშვილი. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდეს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა. მოხარული ავრ, რომ ვხედავ ამ კლინიკაში სახეებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მინდა, ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ავითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ეს არის პარტნიორობა, რომელმაც მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯადაცვა სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ევრობანკთან ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი, 15 მილიონი ლარის ინვესტიციაა. კარგია, რომ დღეს გვაქვს ამ კლინიკაში ყველაზე თანამედროვე აპარატურა და უპირველეს ყოვლისა, ადამიანური რესურსი განსაზღვრავს ყოველთვის კლინიკის წარმატებას“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კედლები ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია: „ეს კედლები გარკვეულად ისტორიულია. თავის დროზე, 30 წელიწადზე მეტი ხსნის წინ, აქ ჩაეყარა საფუძველი ერთ-ერთ წამყვან კლინიკას, რომელიც იყო მაშინ „სეფსისის ცენტრის“ სახელით ცნობილი.ძალიან მიხარია, რომ კოლექტივმა მოახერხა ის, რომ განაახლა მთლიანად, მოიძია ინვესტორი და იგივე კედლებში იწყება ამ დარგის განვითარება და არა მარტო ამ დარგის. წარმატებას ვისურვებ ამ კლინიკას და იმედი მაქვს, ახალ შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებენ“,-განმარტა დავით სერგეენკომ. „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ საყოველთაო ჯანდაცვის ყველა პროგრამაშია ჩართული. ®
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)