2017-06-05 16:46:25, 1779 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია სახალხო დამცველს შეხვდა
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უწყებაში უპასპინძლა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო. ლევან იზორიამ ომბუდსმენს სისტემაში მონიტორინგის განხორციელებისა და პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სახალხო დამცველის აპარატთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას თავდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან