03:57 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 13:30:25, 1739 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 4 ივნისს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე თბილისის მერიის ბიგ ბენდის კონცერტის შემდეგ ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები გამოავლინეს: საუკეთესო ანიმაციური ფილმი: მარწყვის დღეები / სლოვაკეთი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: ტაიმორის შოუ / ისრაელი, საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ბიზნესი / არგენტინა, ჟიურის პრიზი: ფანჯარა / იტალია

ასევე გაიცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც ისწავლება მსოფლიო კინოსკოლებში:

რეჟისურა: სართული X / გერმანია;        

ხმის რეჟისურა:  მახლობლად / პოლონეთი

ოპერატორის ნამუშევარი: დანაშაულებრივი მიზანი / ჩინეთი

მონტაჟი: თავშეყრის შემდეგ / ფინეთი; 

სცენარი: დონორი / საქართველო

Best Animation Strawberry Days by Eva Sekeresova / Slovakia

Best Documentary Timor’s Show by Tamara Mamon / Israel

Best Fiction Business by Malena Vain / Argentina

Jury Prize THE WINDOW by Silvia Perra / Italy

Directing Etage X by Francy Fabritz / Germany

Sound Beside Oneself by Karolina Specht / Poland

Camera Malice Justice by MA Chuan / China

Editing Luokkakokouksen jälkeen (after the reunion) by Inka Lahti / Finland

Screenplay Donor by Tedo Dolidze / Georgia 

2017 წლის ფესტივალის პროგრამაში  19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი იყო, მათ შორისაა - აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ბელგია და საქართველო.

2017 წლის ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ნინო კასრაძე; ინდოელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი აშვინ მალიქი; ისრაელის კინოინდუსტრიის აქტიური წევრი, პროდიუსერი ეითან ევანი; ლიტველი პროდიუსერი რამუნას პავილინსკასი; ირანელი კინემატოგრაფსტი, კარნამეს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ბორდის წევრი ალირეზა სოლტანიში. ფესტივალს ასევე ჰყავდა საპატიო სტუმარი იერჟი რუჟინსკი, ოპერატორი, რომელიც მუშაობდა ანდჟეი ვაიდასთან და კშიშტოფ კისლიოვსკისთან.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ჟიურის წევრების და მოწვეული სტუმრების მასტერკლასები, საკონკურსო კინოჩვენებები, ვლადიმერ სულაქველიძის გამოფენა „სკამები“ და სხვა ღონისძიებები.

ფესტივალი 31 მაისს გაიხსნა ცნობილი ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის სტუდენტური/სადიპლომო ნაშრომის „ვაგონეტი“ ჩვენებით.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics