02:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 10:28:00, 1710 ნახვა

საზოგადოება
„ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე სამართლებრივ კვლევას წარმოადგენს

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები“ მიკროსაფინასო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე დღეს კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

თუ რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ და მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულში დასახელებულ პირებს- ამის შესახებ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრებს. მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც ტოვებს საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორციელების დასაბუთებას და მიუთითებს ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე, როდესაც არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება.

საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების ჩატარებას. შესაბამისად, ორგანიზაციამ შეისწავლა საქმე და მას საჯაროდ ხდის ფართო საზოგადოებისთვის.

ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დასკვნასთან ერთად, მოამზადა სარეკომენდაციო წინადადებები საქართველოს მთავრობის, მთავარი პროკურატურისა და სახალხო დამცველის მიმართ. მონიტორინგში დეტალურადაა წარმოდგენილი საქმეზე საერთო სასამართლოების მიერ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, მათი ანალიზი.

კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან საჯარო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები, ბეჭდური და ელექტრონული მედია. პრეზენტაციას დაესწრებიან ს.ს. "ლაზიკა კაპიტალის“ წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ სს "ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მონიტორინგი 2017 წლის აპრილში დაიწყო. მომზადებული სამართლებრივი დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაცია დოკუმენტს მიაწვდის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს.

კვლევის პრეზენტაცია 13:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics