2017-06-04 11:23:40, 1909 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან ვწუხვარ ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, რომლებსაც კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები - დაღუპულია 6 და დაშავებულია ათობით ადამიანი. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვდაგავართ“,-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან