01:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 21:14:05, 1923 ნახვა

საზოგადოება
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ გურჯაანის რაიონში ეფექტურად იმუშავა

31 მაისს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის მთელი რეგიონის მასშტაბით სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან შემოსული 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებში.

ფრონტალურმა ღრუბლის მასამ რეგიონში ჩამოყალიბებული 30-35 მმ ზომის სეტყვის მარცვლები შემოიტანა, ნალექის უდიდესი ნაწილი გურჯაანის რაიონში იყო შემოსული.

სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული ნალექის სეტყვის სახით ჩამოცლა.

მიუხედავად უმძლავრესი ატმოსფერული პროცესებისა, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად 31 მაისს სეტყვის მოსვლა დაფიქსირდა მხოლოდ 313 ჰეკტარზე, რაც გურჯაანის რაიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 6,26%-ია.

აღნიშნული მონაცემი დასტურდება გურჯაანის რაიონში სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიის მიერ. ამავე კომისიის მიერ მოწოდებული მონაცემიდან კარგად ჩანს ისიც, რომ დასეტყვილი სავარგულებიდან 223 ჰექტარზე ვენახის დაზიანების მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 5-10%, ხოლო დანარჩენ 90 ჰეკტარზე კურკოვანი ნარგავების დაზიანების მაჩვენებელი - საშუალოდ 20%.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics