01:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 17:37:39, 1715 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.აღინიშნა, რომ საქართველო-ირანს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის  დიდ პოტენციალი არსებობს.

ლევანდავითაშვილმა ირანის ელჩს სოფლისმეურნეობის განვითარების მიზნით შემუშავებული პროგრამები და სოფლის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო.  საუბრისას ლევან დავითაშვილმა საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდის ხელშეწყობასა და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ირანის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აკვაკულტურის განვითარების, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს.

როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობა ირანული მხარისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და   სამომავლოურთიერთობის გაღრმავების მზაობა არსებობს.

 

(Nშ)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics