01:47 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 16:14:03, 1650 ნახვა

საზოგადოება
უშიშროების საბჭოს აპარატი ხვალ სტრატეგიული დისკუსიის საერთაშორისო შეხვედრას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, ხვალ, პრეზიდენტის სასახლეში თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში, თემაზე „საკონსტიტუციო ცვლილებების გავლენა საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის სისტემაზე“ მრგვალი მაგიდა გაიმართება.

შეხვედრა „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საბჭოსთან“, „შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრთან“ (DCAF, ჟენევა) და „საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან“ (NLO) თანამშრომლობით ტარდება. დისკუსიაში მონაწილეობისთვის მიწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და უშიშროების სექტორის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.

საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოების გამოწვევებზე მოხსენებით გამოვლენ: გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი; დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; ედვარდ ლუკასი - გამომცემლობა The Economist-ის მთავარი რედაქტორი და   ჯონ მაკინსონი - Penguin Random House-ის თავმჯდომარე.

სტრატეგიული დისკუსიის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების სექტორის ფართო წრეების წარმომადგენლებს იკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართებაში. დისკუსიის ძირითადი თემები იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნვეყლოფაში საქართველოს როლი და ევრო-ატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები და მათთან ერთობლივად განმკლავების გზები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics