|
2015-01-14 11:12:07, 2491 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის წევრებს, ახალი პროექტების დროული განხორციელებისკენ მოუწოდა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის წევრებს, ახალი პროექტების დროული განხორციელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში, დედაქალაქის მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. „კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ წლის დასაწყისიდან დროულად უნდა დავიწყოთ ყველა სამუშაო, ყველა პროექტი და პროგრამა, რაც 2015 წლის ბიუჯეტით გვაქვს გათვალისწინებული, რათა ის საზოგადოებრივი სიკეთე, რასაც ჩვენგან თანამოქალაქეები ელოდებიან დროულად, ხარისხიანად და ეფექტიანად მიიღონ, ეს ისე, როგორც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული, ამიტომ წინა მოსამზადებელი სამუშაოები თუ კი რამეა დროულად დავამთავროთ და დავიწყოთ კონკრეტული პროექტების და პროგრამების განხორციელება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)