|
2015-01-14 10:48:34, 5063 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: კუბლაშვილისნაირი თავმჯდომარის დანიშვნა, მომავალი თაობის წინაშე ჩადენილი უპატიებელი შეცდომა იქნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიესალმება, რომ პრეზიდენტი მზადაა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების გზით შეირჩეს. როგორც წულუკიანმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა,უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად, კონსულტაციები აუცილებელია, რათა უზენაეს სასამართლოს კუბლაშვილის მსგავსი ხელმძღვანელი არ ჰყავდეს. წულუკიანის თქმით,უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პირველ რიგში, საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდეს. "მიხარია და მადლიერიც ვარ, რომ ჩვენს მოწოდებას კონსულტაციების დაწყების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.ბევრი ითქვა იმაზე, რომ მას არ ავალდებულებს კონსტიტუცია, ეს აკეთოს, მაგრამ, მემგონი, პრეზიდენტს და როგორც ჩანს, ის ასეც თვლის, აქვს მორალური ვალდებულება, რომ იმ ძალიან დიდი კოშმარის შემდეგ, რაც კუბლაშვილის პირობებში სასამართლოში ტრიალებდა, კანდიდატზე კონსულტაციები გაიმართოს. უზენაეს სასამართლოს კუბლაშვილისნაირი თავმჯდომარე არ უნდა ყავდეს, ეს იქნება მომავალი თაობის წინაშე ჩადენილი ჩვენი უპატიებელი შეცდომა.პრეზიდენტმა თქვა, რომ იწყებს კონსულტაციებს.ეს კონსულტაციები, პირველ რიგში, უმრავლესობასთან უნდა გაიმართოს და ასევე სხვა წრეებთანაც.უზენაესი სასასამართლოს თავმჯდომარე საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდეს, ბევრი ითქვა იმაზე, რომ უნდა იყოს პროფესიონალი, შეუვალი და პრინციპული. ასეა, მაგრამ უნდა სარგებლობდეს საზოგადოების მხრიდან ნდობითაც",-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)