|
2017-05-18 18:48:18, 2664 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
ტელეკომპანია Fox News-ის დამფუძნებელი როჯერ ეილსი გარდაიცვალა
ტელეკომპანია Fox News-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი როჯერ ეილსი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეილში ტელეარხს მისი დაფუძნების დღიდან ხელმძღვანელობდა. კერძოდ, კი ეილსმა ხელმძღვანელის პოსტი 1996 წელს დაიკავა და 2016 წლამდე მართავდა. თანამდებობის დატოვება მას აგორებული სექს-სკანდალის გამო მოუწია. 2016 წლის ზაფხულში Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა გრეთხენ კარლსონმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის აცხადებდა, რომ ეილსმა ტელეკომპანიიდან უსამართლოდ გაათავისუფლა და მასზე სექსუალურად ძალადობდა. მანამდე, როჯერ ეილსი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების რიჩარდ ნიკსონის, რონალდ რეიგანის და ჯორჯ ბუშის მედიაკონსულტანტად მუშაობდა. მედიის ცნობით, ეილსი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს უწევდა კონსულტაციას. ის მომავალ პრეზიდენტს დებატებში ამზადებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)