|
2015-01-13 15:22:26, 2657 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მინდა ვთხოვო ექს-პრეზიდენტს, დაანებოს თავი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგგველაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თხოვნით მიმართავს, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს თავი დაანებოს. გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება მაშინ, როდესაც ისინი სირიაში საბრძოლველად მიდიან. მარგველაშვილის თქმით, არსებობს ბევრი სხვა თემა, რაზეც სააკაშვილს შეუძლია ყურადღება გაამახვილოს და საქართველოს სტაბილურობასა და სახელმწიო ინტერესებს არ ავნოს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან საპასუხისმგებლო როლს ასრულებს. „ბოლომდე განცხადების შინაარსი არ მესმის, მაგარამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სამსახური, ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდება ამ საკითხებს. იცით, თუ რამდენად პასუხისმგებლიან როლს თამაშობს ქართული სახელმწიფო იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ქვია გლობალური მშვიდობა და სტაბილურობა. არაერთი ქართველი ჯარისკაცი გმირულად მსახურობს ISAF-ის მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მათი სამსახური ჩვენთვის ფასდაუდებელია. ამავე დროს, მინდა ვთხოვო ექს-პრეზიდენტს, დაანებოს თავი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს. არსებობს ბევრი სხვა თემა, რაზეც მას შეუძლია გაამახვილოს ყურადღება და არ ავნოს საქართველოს სტაბილურობასა და სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)