|
2017-04-14 19:37:53, 2604 ნახვა
მსოფლიო
Aljazeera: აშშ-ის ატომურმა ავიამზიდმა, ჩრდილოეთ კორეაზე იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა, - ამის შესახებ Aljazeera იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ავიამზიდი ფრთოსანი რაკეტებითაა (Tomahawk) აღჭურვილი. ამასთან, პენტაგონმა გუამის ბაზაზე ბომბდამშენებიც გაგზავნა. რეგიონში ვითარება დაიძაბა, რის გამოც იაპონია სამხრეთ კორეიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხს განიხილავს. "მზად ვართ, პროვოკაციას იმავე ფორმით ვუპასუხოთ. რაც შეეხება ბირთვულ გამოცდას, მაშინ ჩავატარებთ, როდესაც საჭირო იქნება", - აცხადებს ფხენიანი. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს“. მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემების მოგვარებაში ჩინეთი არ დაეხმარება, აშშ ამას დამოუკიდებლად გააკეთებს. შეგახსენებთ, 2016 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამასთან, 2 ბირთვული ცდა განახორციელა, რომლებიც გაეროს რეზოლუციის პირობებს არღვევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)