2026-07-18 12:07:26, 285 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა.
დაზარალებულები "ინფო იმერეთთან" საუბრისას ამბობენ, რომ დამწვარია 13 ჯიხური, პროდუქცია კი 100%-ით განადგურებულია.
"ღამის 4-ის წუთები იყო, როცა ხანძარი შესახებ გავიგეთ, როდესაც ადგილზე მოვედით, ცეცხლში იყო ყველაფერი გახვეული, დამწვარი და განადგურებულია 100% პროდუქცია, 13 ჯიხურია დამწვარი, დაზღვევა არ გვაქვს, არ ვიცი რა გვეშველება", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული "ინფო იმერეთთან".
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ არ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი დაიწვა, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქცია იყო განთავსებული.
მაღაზიის მფლობელების თქმით, ხანძრის შესახებ გვიან შეიტყვეს, ადგილზე მისულებს კი მაღაზიები დამწვარი დახვდათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,