|
2017-04-14 19:06:31, 2400 ნახვა
მსოფლიო
იერუსალიმში მამაკაცმა ბრიტანელი ტურისტი მოკლა
იერუსალიმში ბრიტანელ ქალს შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა, - ამის შესახებ BBC იუწყება. შემთხვევა ტრამვაიში მოხდა. მედია საშუალების ინფორმაციით, ტურისტი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ისრაელის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, თავდამსხმელი, 57 წლის პალესტინელია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ფსიქიურად აშლილია. სამართალდამცველებმა ის დააკავეს და მისი დაკითხვა მიმდინარეობს. ცნობისთვის, ვითარება ისრაელში 2015 წლის შემოდგომაზე გამწვავდა. იერუსალიმში და სხვა ქალაქებში, რომლებიც გაზას სექტორის საზღვართან იმყოფებიან, პალესტინელები თავდასხმებს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით ახორციელებდნენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი თავდასხმები ბოლო პერიოდის განმავლობაში იშვიათი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)