დონალდ ტრამპმა ავღანეთში განხორციელებულ ოპერაციას წარმატებული უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავღანეთში, გუშინ განხორციელებულ ინფორმაციას წარმატებულს უწოდებს, - ამის შესახებ Independent იუწყება.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამერიკის "ბრწყინვალე არმია და მეთაურები" ჰყავს.
"ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. ეს იყო კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის წინა ადმინისტრაცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციებს შორის დიდი სხვაობაა.