19:36 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 12:52:13, 2428 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში, აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად, ISIS-ის 36 მებრძოლი დაიღუპა

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 36 ტერორისტი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის სამიზნე სწორედ ISIS-ის ტერორისტები იყვნენ. ქვეყანამ ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში პირველად გამოიყენა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.

"ავიაიერიშის დროს განადგურდა ბაზა, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა", - აცხადებენ უწყებაში.

ბომბი GBU-43 ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი 9-მეტრიანი იარაღია, რომელიც 10 ტონას იწონის.

ავიაიერიშ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე შეაფასა და აღნიშნა, რომ "ეს კიდევ ერთი წარმატებული მისია იყო". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics