|
2017-04-13 18:03:34, 2500 ნახვა
მსოფლიო
ბაშარ ასადი: ქიმიური თავდასხმა ფაბრიკაციაა
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, ინფორმაციას ქიმიური თავდასხმის შესახებ 100-პროცენტიანი ფაბრიკაციაა, - ამის შესახებ France Press იუწყება. ასადის თქმით, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის სრული მარაგი 2013 წელს დათმო. „არ გაცემულა თავდასხმის არანაირი ბრძანება. ჩვენ საკუთარი არსენალი რამდენიმე წლის წინ დავთმეთ. რომც გვქონოდა არ გამოვიყენებდით“, -აღნიშნა ასადმა. აღსნაიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ქიმიური იარაღის ინსპექტორებს ბაშარ ასადის განცხადებების არ სჯერათ. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი. 3 დღის შემდეგ აშშ-მ სირიის საავიაციო ბაზაზე დაბომბა, საიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. ავიაიერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)