12:30 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 10:29:17, 2383 ნახვა

მსოფლიო
დორტმუნდში 3 აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ფეხბურთელი

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 3 აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია“ აღმოჩნდა. 

როგორც BBC წერს, გზაზე დამონტაჟებული სამივე ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ფეხბურთელთა ნაკრები ავტობუსით ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიდიოდა. 

შემთხვევის შედეგად მსუბუქად, ხელის არეში 26 წლის ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს. 

გამოძიების პირველადი ვერსიით, შეიძლება ითქვას, რომ საქმე ეხება ძალიან სერიოზულ ასაფეთქებელ მოწყობილობას. სამართალდამცველებმა ადგილზე წერილიც იპოვეს, თუმცა ამ ეტაპზე მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის. პოლიცია არ ასაჯაროებს მის შინაარსაც. 

ცნობისთვის, აფეთქების გამო დორტმუნდის „ბორუსია“ - „მონაკოს" თამაში 12 აპრილისთვის გადაიდო. საფეხბურთო მატჩი ადგილობრივი დროით 18:45 საათზე გაიმართება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics