|
2015-04-05 17:54:23, 649 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა და დაჭრილი პოლიციელი მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრი ასევე შეხვდა და გაესაუბრა დაჭრილი პოლიციელის ოჯახის წევრებს. ვახტანგ გომელაური ექიმს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და მისგან ინფორმაცია მიიღო. ექიმის განცხადებით, ვალერიან გრძელიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა, პოლიციელი ამჟამად რეანიმაციურ განყოფილებაშია მოთავსებული და მის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელის - ბექა მარგიშვილის ოჯახის წევრებთან მივიდა და მიუსამძიმრა. მინისტრმა ბორჯომში მომხდარ ინციდენტთან შესაძლო კავშირის შესახებაც ისაუბრა: „მსგავსი სცენარი იყო იქაც და აქაც. როგორც იქ ჩაიდინა ამ ადამიანმა, იქ დაზუსტებული იყო, რომ იყო შალვა აბულაძე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. დიდი შანსია, რომ იყოს ეს ადამიანი, ძალიან ჰგავს მის ხელწერას, რაც გააკეთა ბორჯომში, თითქმის იგივე ხელწერა იყო გუშინ საღამოს რაც მოხდა“ მინისტრის თქმით, ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი ინციდენტის მსგავსი შემთხვევა დღესაც მოხდა: "ეჭვი შეიტანეს პიროვნებაზე, რომელსაც ასევე მოუწოდეს შეჩერება და ასევე არ შეჩერდა და ასევე ცეცხლი გახსნა, რომელსაც ეკეთა პარიკი და, სავარაუდოდ, შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი იყოს გუშინდელი შემთხვევის და დღევანდელის დროს. პარიკი დააგდო და გაიქცა, მიიმალა. ისევე ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს. ამჟამად, საბედნიეროდ, არავინ არ დაზიანდა პოლიციელი.პოლიციელი დაიღუპა და მე ვფიქრობ, რომ ჯობია პროკურატურამ გამოიძიოს. ჩვენ რა თქმა უნდა ოპერატიულად ყველანაირად ვეხმარებით, რაც შეგვიძლია, დადგენები იქნება თუ რაც იქნება. გამოძიებით პროკურატურა იძიებს და მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან პოლიციელებია დაჭრილი. რომ არ დაგვადანაშაულონ შემდგომში, როგორც ხდება სამწუხაროდ, წეღანაც ვისაუბრე - მიკერძოებაში - რომ რაღაც არასწორად წავიყვანეთ გამოძიება და ასე შემდეგ“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)