|
2017-03-17 11:30:55, 1714 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებული კიდევ ორი კანონპროექტი წარადგინა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ პარლამენტში კიდევ ორი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დღეს გამართლ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა. „საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება. შემდგომი, მეორე ეტაპის საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას ითვალისწინებს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტებით 1. გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ორწლიანი პერიოდი; 2. გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან განთავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის ექვსთვიანი პერიოდი. კანონპროექტები გამომდინარეობენ ნაციონალური მოძრაობის 2016 წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი იდეებიდან და მიზნად ისახავენ საარჩევნო დაპირებების ხორცშესხმას“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)