|
2017-03-17 11:16:55, 1648 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ინფორმაციის მიწოდება მოხდება, იმისთვის, რომ ვითარება დარეგულირდეს. ამასთან, საგარეო მინისტრი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა, სადაც ასახულია თუ როგორ გადაადგილდება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დამატებითი მძიმე სამხედრო ტექნიკა. საუბარია ცე-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, რომლებიც ოფიციალურმა მოსკოვმა გაგზავნა. ჯანელიძის თქმით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. მინისტრმა დასძინა, რომ უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. „ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც შეიქმნა რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანების კუთხით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ფაქტობრივ ანექსიაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და რომელიც ეხება აფხაზეთში S-300 ტიპის შეიარაღების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით შემოტანას. ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია მშვიდობაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო პრინციპებისადმი პატივისცემა იქნას უზრუნველყოფილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან“, - განაცხადა ჯანელიძემ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მათ შორის, საუბარი ეკონომიკის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)