15:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 23:54:16, 2284 ნახვა

სამართალი
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლა ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ იქნება

დავით უსუფაშვილს მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლა ქვეყნისთვის კარგის მომტანი არ იქნება, ამის შესახებ მან "განსხვავებულ აქცენტებში" ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებას დაჭირდა დრო, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებები მოეწესრიგებინა.

„მე დავინახე სიმპტომები იმისა, რომ იმ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმის თაობაზე, ხომ არ არის შესაძლებლობა სხვა გზით რაიმე გაკეთდეს. მე მინდა დავიჯერო, რომ მთავრობაში, ხელისულფებაში, პრემიერმინისტრის ჩათვლით და ბევრი სხვა ადამიანის ჩათვლით, არის ხალხი, ვინც ამ რჩევას თუ პოზიციას სახელისუფლებო წრეებში გამოთქმულს არ გაიზიარებს და ბოლომდე არ მიიყვანს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან აქვე 2012 წლის არჩევნებში ქართულ ოცნების კოალიციის ჩამოყალობების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნავ, რომ „ეს ლაშქარი არ იყო მაინცდამაინც ყველაზე უკეთესი გუნდი ქვეყნის უკეთესად სამართავად, ეს იყო გუნდი სააკაშვილის წინააღმდეგ უკეთესად საბრძოლველად“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics