|
2017-03-16 23:34:19, 1730 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძე საკონსტიტუციო კომისიას სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადებას შესთავაზებს
ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო კომისიას სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებით რამდენიმე წინადადებას შესთავაზებს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ეს ეხება უფლებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლოს განიხილოს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი, თუ იქ საქმე ეხება არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებას, ან კონსტიტუციის შეუსაბამო, არასწორ ინტერპრეტირებას კანონის ნორმისა. "იქ დადგება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ დავსვა საკითხი მოსამართლეთა კარიერული წინსვლისა, რაც გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ის პირი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა სულ ცოტა სამი ან ოთხი წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, ასევე უნდა დადგეს უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის საკითხიც. რამდენად იქნება გაზიარებული, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების წესებზე და კრიტერიუმებზე იქნება მსჯელობა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)