15:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 19:39:21, 2195 ნახვა

სამართალი
შსს: ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქის დაკავება ჩვენთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში 48 ქართველის დასაკავებლად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დაკავებული პირები ძირითადად ბინების ქურდობაში არიან ბრალდებული.

"ესპანელმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალ-მარტში ქალაქ მადრიდში, ლეგანესში, ხეტაფესა და ბარსელონაში საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც ესპანეთში არალეგალური სტატუსით მყოფი, საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები, ძირითადად, ბინების ქურდობაში არიან ბრალდებული.

საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს შს სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით,  საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმების საფუძველზე. ქართველ და ესპანელ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობდა ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა.

საპოლიციო ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში, რომელიც, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელი კოლეგების მხარდაჭერას ახორციელებდა. 

საქართველოსა და ესპანეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წლის ივნისში ესპანელმა სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1980 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს, რომელიც იმავე წლის ივლისში ექსტრადირებული იქნა საქართველოში. 

2016 წლის ნოემბერში, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ესპანეთში ასევე განხორციელდა მასშტაბური სპეცოპერაცია - “აიკონ 2“. აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთის ოთხ ქალაქში: მადრიდში, ბილბაოში, სევილიასა და ბარსელონაში საქართველოს 45 და უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქვეყანაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ABC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics