2017-03-15 15:45:31, 1927 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი არაოფიციალური ვიზიტით ეწვევა
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი არაოფიციალური ვიზიტით ბათუმში ჩამოდის.
აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქ კოლეგას არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
არსებული ინფორმაციით, ილდირიმი თურქეთში საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობას უნდა შეხვდეს და ის ბათუმის აეროპორტში მცირე ხნით, ტრანზიტულად შეჩერდება.
გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბათუმში რაგბის სტადიონის გასახსნელად ჩადის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან